Sunday, May 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული და ჭაობებში ჩაძირული ქართველები – ემიგრაციაში წასულების ვიზალიბერალიზაციამდელი მძიმე ისტორიები

May 7, 2021
თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული და ჭაობებში ჩაძირული ქართველები – ემიგრაციაში წასულების ვიზალიბერალიზაციამდელი მძიმე ისტორიები

ემიგრანტებზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა. ქართული ემიგრაციის ტოტალური შრომის ნაყოფზე, გზავნილებზე დგას ათასობით ოჯახი.

მართალია, საქართველოდან შორს წასულს ადამიანებზე ისტორიები ხშირად ვრცელდება, მაგრამ თვალი რომ გადავავლოთ გასული ათწლეულებს, აღმოვაჩენთ, რომ მათ სასწორზე საკუთარი სიცოცხლე შეაგდეს ოჯახების გადასარჩენად.

მათი განვლილი გზა მარტივი არაა. გზა, რომელიც ფეხით, ნავით, უკეთეს შემთხვევაში კი, ნაყიდი ვიზებით დაფარეს…

სანამ ვიზალიბერალიზაცია მოხდებოდა და ევროპა ქართველებს კარს ფართოდ გაუღებდა, ოჯახების გადასარჩენად წასული რკინის ქალამნებიამი ემიგრანტები სხვადასხვა გადასაპარ გზებს ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც…

ემიგრანტების უმრავლესობას წასვლა გაუსაძლისმა გაჭირვებამ აიძულა.  ეს ისტორიები კი, რომელსაც თავი ამ სტატიაში მოვუყარეთ, სახეზე ღიმილსაც მოგგვრით და ცრემლსაც.

ეს ხიფათით სავსე გზები ნამდვილად გავლილია. ევროპაში მოხვედრის ხერხებიც რეალურია. ბევრი მსხვერპლი და უფრო ბევრი შიმშილს გადარჩენილი ქართული ოჯახები ემიგრანტთა ანგარიშზეა.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც გაუსაძლის ყოფას სამშობლოდან გაექცნენ. იქ, საოცნებო ქვეყანაში მათ ცხოვრებას მძიმე ყოფიდან თავის დაღწევა არ ჰქვია. უბრალოდ, სასწორის ერთ პინაზე საკუთარი თავები, ხოლო მეორეზე ოჯახის დანარჩენი წევრები დადეს.

სასწორმა ოჯახების გადარჩენისკენ გადახარა ისარი. ემიგრანტები უცხო მიწაზე, უცხოდ მძიმე ყოფას უძლებენ საქართველოში ქართველი ნათესავების გადარჩენის სანაცვლოდ…ვიღაც იტყვის ნებაყოფლობითო… არა, მათ თავისუფალი ნება არ ჰქონიათ, ამ უსახელო გმირებს შვილებისთვის მებრძოლი დედები, ოჯახების ფიზიკურად გადამრჩენელები ეწოდებათ…

გასტროლებიდან ემიგრაციამდე

ერთ-ერთი ბოლო და დასამახსოვრებელი ისტორია სიღნაღის თეატრის დასს უკავშირდება. 2016 წელს სიღ­ნა­ღის თე­ატ­რის დასი კა­ნა­და­ში, ლი­ვერ­პუ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე გაემგზავრა. ფეს­ტი­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი კა­ნა­და­ში სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩა.

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული და ჭაობებში ჩაძირული ქართველები – ემიგრაციაში წასულების ვიზალიბერალიზაციამდელი მძიმე ისტორიები

 

თეატრალური, ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების გასტროლები არამხოლოდ ქართული ხელოვნებით აოცებდა ევროპელებს, არამედ – თითოეული კონცერტის შემდეგ მომატებული არალეგალი ემიგრანტებითაც. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ანსამბლთა ხელძღვანელები სამუშაოს მაძიებელ ქართველებს საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ თანამშრომლებად ასაღებდნენ… თუმცა, ეს ძველი და თითქმის მივიწყებული გზა არის დიდ ევროპამდე…

ფრენა ტრაგიკული დასასრულით

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის საინფორმაიო გამოშვებებმა საზარელი ამბავი გაავრცელა. ამბავმა ქართველებთან ერთად მსოფლიო შეძრა. როგორც გაირკვა, 26 დღიანი ფრენის შემდეგ, როცა რუსეთში ნუკოვოს აეროდრომზე რუსული ავიახაზების თვითმფრინავი დაეშვა, საჰაერო ტრანსპორტის დათვალიერებისას საბურავთან სისხლის კვალი შენიშნეს.

 

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული და ჭაობებში ჩაძირული ქართველები – ემიგრაციაში წასულების ვიზალიბერალიზაციამდელი მძიმე ისტორიები

 

შემოწმების შემდეგ კი თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ქამრით მიმაგრებული ახალგაზრდის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ფრენის დროს გაიყინა…

75 საათიანი შეუსვენებელი „ლაშქრობა“

თურქეთიდან ჭაობებგადავლილი, მერე ტყე-ტყე ნასიარულევი და ბოლოს ადგილზე ჩასული ქართველების შესახებ ცნობები საბერძნეთიდან წლების განმავლობაში მოდიოდა. ეს ევროპაში მოხვედრის ყველაზე იაფი გზა იყო.

 

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული და ჭაობებში ჩაძირული ქართველები – ემიგრაციაში წასულების ვიზალიბერალიზაციამდელი მძიმე ისტორიები

 

საქმის „მომგვარებლები“ კარგად იცნობდნენ ბუნებას და მესაზღვრეების შეცვლის ზუსტი დროც . თურქეთიდან საბერძნეთამდე დასაფარი მანძილი სამი დღე-ღამე იყო. ჯერ გაჭირვებით და მერე გაუთავებელი სიარულით გადაქანცულ ქალბატონებს არაერთი ღამე დასთენებიათ.

ვისაც გაუმართლა, მკაცრ გარემო პირობებს გადაურჩა, მაგრამ არიან ისეთები, ვინც სამწუხაროდ, ჭაობში ჩაიძირა. ჩაძირულ ქართველებს კი აღარავინ ეძებდა. ისტორიების გახმაურებას ერიდებოდნენ, თავად არალეგალები, დასახმარებლად და სხვის გადასარჩენად არავის იხმობდნენ. თუმცა, მაინც ისმოდა აქა მსგავსი ტრაგედიების შესახებ ისტორიები…

ვინ მოსთვლის კიდევ რა გზებს აღარიყენდნენქართველები საოცნებო ქვეყანაში მოსახვედრად. რამდენ ტრაგედიას ითვლის სხვადასხვა ქვეყნის სახმელეთო ბილიკები, საზღვაოსნო თუ საჰაერო გზები…

წყარო: პრაიმტაიმი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
  • “ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში” – ზახაროვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge