გორში, კვერნაქის დასახლებაში, აბრამიშვილის ქუჩის მიმდებარედ მიწის ფერდობი იშლება. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
ფერდობმა ჩამოშლა 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა მერიამ მისი გამაგრებისთვის ტენდერი ახლა გამოაცხადა.
როგორც უწყება აღნიშნავს, ღია ფერდი განიცდის ეროზიას და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს.
“აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ღია ფერდი განიციდის ეროზიას და საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს”, – წერია იმ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც “ფერდის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი უნდა მოეწყოს.”
სამუშაოებისთვის გორის ბიუჯეტიდან 119 090 ლარი დაიხარჯება.