Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

დახრჩობის საფრთხე – “მკვლელი” სათამაშოები საქართველოში

May 6, 2021
დახრჩობის საფრთხე – “მკვლელი” სათამაშოები საქართველოში

„ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს“ – ეს სლოგანი საქართველოში არ მოქმედებს. ტყვია, ნიკელი, ვერცხლისწყალი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მავნე ნივთიერებების, რომელიც არერთ სათამაშოშია.

სათამაშოების ხარისხის კონტროლი საქართველოს ბაზარზე 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიის მიზეზით რეგულაცია განუსაზღვრელი დროით გადავადდა. ამიტომ, ვიდრე კანონმდებლები სანქციებს დააწესებენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია და ხშირად, პატარების ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები, ისევ იყიდება – არავინ იცის, ხარისხიანია თუ არა.

სათამაშოები ქსელურ მაღაზიებში თითქოს მეტი სანდოობით, მაგრამ ფასის სხვაობით იყიდება. თუმცა, ბიზნეს ოპერატორს არც აქ აკონტროლებს ვინმე.

რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს სათამაშოები რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, შემოწმებული 44 ნივთიდან 21 ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ეს 2016 წელს იყო და მას შემდეგ მსგავსი კვლევა აღარავის ჩაუტარებია, არც რეგულაციები გაუმკაცრებიათ და არც იმპორტიორები გაუფრთხილებიათ.

“არ არის მარტო ქიმიური საფრთხე, არის მექანიკური საფრთხე, ყველაზე გავრცელებული არის დახრჩობის საფრთხე, როდესაც პატარა ნაწილი შეიძლება მოძვრეს სათამაშოს, ბავშვმა ეს პირში ჩაიდოს და დაიხრჩოს,” – ამბობს momxmarebeli.ge-ს წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე.

უხარისხო სათამაშოებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით ბავშვთა კლინიკებს ხშირად მიმართავენ. არის ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, როდესაც რთულია დადგენა რა ნივთმა გამოიწვია მოწამვლა.

“კვირა არ გავა, რომ ჩვენთან არ შემოვიდეს პაციენტი, რომელსაც ან სათამაშოს პატარა ნაწილი აქვს [გადაყლაპული]. აი ახლა, მაგალითად, გვიწევს პაციენტი, რომელსაც მაგნიტი ჰქონდა გადაყლაპული,” – აცხადებს “კურიერთან” ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური დირექტორი მაია ხერხეულიძე.

საქართველოში არსებული სიტუაცია ახლა მხოლოდ რეალიზატორებისთვის არის კომფორტული, სხვა ყველა – მშობელი, ექიმი და არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოსგან სათამაშოების ხარისხის კონტროლს ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge