Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი რეგიონია გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ?

July 5, 2024
რომელი რეგიონია გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ?

„ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“ – ასე ეხმაურება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გლობალური კლიმატის ცვლილებების საკითხს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ 10-წლიანი სტატისტიკით მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა საქართველოში, ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტემპერატურის ხანგრძლივობა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური კლიმატის ცვლილების ფონი. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ძალიან მაღალი ტენიანობა ფიქსირდება და ესეც გლობალური ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორია. ხდება უფრო ინტენსიური აორთქლება და ეს იწვევს ჰაერის ნაკლებობას, განსაკუთრებით ქალაქში, სადაც განიავების პრობლემა და მშენებლობების ბუმია“ – განაცხადა მან.

როგორც ის აღნიშნავს, ყველასგან მოულოდნელად ბოლო დროს კახეთში დაფიქსირდა ქარბორბალაც, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო და თუ განზოგადოებულად, ამ რეგიონში ქარბორბალა თითქმის არ ყოფილა, ამჯერად ესეც კლიმატის ცვლილების ფონია და იმ ქარის ნაკადების, რომელიც დღეს ატმოსფეროში გვხვდება.

რაც შეეხება რეგიონებს, სად უფრო მეტი საფრთხე არსებობს ამ კუთხით, ნინო ჩხობაძის თქმით, არცერთის გამოყოფა არ შეიძლება, რადგან ეს მოვლენები მთელი საქართველოს ტერიტორიებზე ხდება.

„მაგალითად, კახეთი, რომელიც ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა და არაფერი ისეთი არ ხდებოდა, ქარბორბალა დაფიქსირდა. აქამდე შავი ზღვის რეგიონებს უფრო ვაკვირდებოდით, მაგრამ ახლა უკვე ვერ გამოვარჩევ. ყველა რეგიონი არის გარკვეული სტიქიური უბედურების რისკის ქვეშ“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, 2023 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო – ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიერ, რომლებიც ასევე ამტკიცებენ, რომ ნაკლები სიცხე არც 2024-შია მოსალოდნელი და წლევანდელი ზაფხული კიდევ უფრო მცხუნვარე იქნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შიდა ქართლის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ამ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი რამაზ თათარაშვილმა შეცვალა
  • შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი აღარ არის
  • მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge