Wednesday, August 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნახეთ, მისამართები, სადაც დღეს წყალი შეწყდება – GWP აბონენტებს აფრთხილებს

July 4, 2024
ნახეთ, მისამართები, სადაც დღეს წყალი შეწყდება – GWP აბონენტებს აფრთხილებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია დღეს, 4 ივლისს, ჩაატარებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯივიპი ავრცელებს.

“სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში – წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49,51,53,55,73,74,75,76,78,80,82,84, თამარაშვილის ქუჩის N 1,2ა,3,4,9, ჟღენტის ქუჩის N2.

4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ” – თეონა აქუბარდია
  • თურქეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • ესტონეთი რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge