გახდა თუ არა ბოლნისში მომხდარი ავიაკასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართობა? – თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თვითმფრინავს პრობლემა არ ჰქონდა, უწყების ამ პოზიციას კი სამხედრო ექპერტები არ იზიარებენ.
მათ რჩებათ განცდა, რომ ახლა ირაკლი ჩიქოვანის უწყება ვიღაცას ხელს აფარებს და ყველაფრის გადაბრალებას გარდაცვლილი პოლოტისთვის ცდილობს. ექსპერტები, ვინც ამ სფეროში წლებია მუშაობენ, პოლიტის შეცდომას გამორიცხავენ, ამბობენ, რომ კახა ზურაბაშვილი ძალიან გამოცდილი მფრინავი იყო, ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.
პილოტს, მაღალი დონის პროფესიონალს “ტენიან” ამ კატასტროფას. ცხადია, რომ რუსეთის პრესსამსახურები წლებია აქტიურად მუშაობენ იმ პროფესიონალების წინააღმდეგ, ვინც საქართველოს იცავდა რუსეთის აგრესიისგან. აქედან გამომდინარე, ეს ვერსიაც უნდა არსებობდეს და ამაზეც უნდა მუშაობდნენ აუცილებლად. ამ ფაქტს სჭირდება სიღრმისეული გამოძიება. შავი ყუთის შესწავლამდე და ნორმალური გამოძიების ჩატარებამდე რაიმე დასკვნის გაკეთება და წინასაწრი განცხადებბის გაკეთება, ძალიან უცნაურია”, – ამბობს
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ სუ-25 ერთ-ერთი უსაფრთხო თვითმფრინავია, შესაბამისად საფრენი აპარატი შეუძლებელია მწყობრიდან გამოსლიყო, თუ ის თავიდანვე შემოწმებული იყო.
თუ ყველა სამუშაო ჩატარებულია რეგლამენტის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო თვითმფრინავი, ამიტომ შეუძლებელია, ის გამოსულიყო მწყობრიდან. პირველ რიგში, საუბარია გაუმართაობაზე და თუ გაუმართაობაზეა საუბარი, ამა აქვს მიზეზი და აქვს ორი პრობლემა. ერთი – ეს არის რომელიმე მომსახურე პერსონალის ან სამეთაურო რგოლის უპასუხისმგებლობა, თუ ეს არის სისტემური პრობლემა. პილოტის დანაშაული შეუძლებელია, გამორიცხულია, ნებისმიერი ექსპერტი ამას გეტყვით”, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა ბოლნისში გუშინ მოხდა. სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა,რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.