ივნისში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისში პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ყველზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:
- მწვანილი – 58%
- ჭარხალი – 51%
- საზამთრო – 48%
- ვაშლი – 45%
- ნიორი – 38%
- კივი – 37%
- მსხალი – 33%
- ატამი – 32%
- წიწაკა – 31%
- ბენზინი – 25%