Thursday, August 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ მაგისტრატურაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება

June 28, 2024
რა შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ მაგისტრატურაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, მსურველებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებების გარეშე, მხოლოდ 1-წლიან სამაგიტრო პროგრამებზე შეეძლებათ. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, „არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე (იგივე, 1-წლიან პროგრამებზე) მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა“. თუმცა, მისი დასრულება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი ვერ იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებების თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ნაწილობრივ დისტანციური ხდება. რიგ მიმართულებზე კი, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი.

არსებული ინფორმაციით, ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამას.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თუ გამოსაცდელს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბაროს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარიც.

პროექტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამ წუთებში ლილოს დასახლებაში ხანძარია – რა ვითარებაა ადგილზე
  • ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge