Friday, August 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კალაძე მეტროს ვაგონების განახლებას გეგმავს

June 28, 2024
კალაძე მეტროს ვაგონების განახლებას გეგმავს

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მეტრო, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს. ჩვენ დავაანონსეთ მისი განახლება – მოწესრიგება, თუმცა 2017 წლიდან არსებული ვაგონების მოდერნიზება დავიწყეთ. ვაგონების განახლება – მოწესრიგების ყველანაირი რესურსები უკვე ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონები ამოდის ექსპლუატაციიდან და მისი მოხმარება არ შეიძლება. შესაბამისად დავაანონსეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.

დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად მოწოდებული იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი). ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით.

პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი არის დაახლოებით 200 მლნ ევრო.

შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.

ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია და პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, ჯამში გვყავს 192 ვაგონი“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შიდა ქართლში კაცი მოკლეს – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • “თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“- აგვისტოს ომის გმირის ამბავი
  • “უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge