Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცვლილება ავტობუსის ზოლში – რა სახეობის ტრანსპორტს მიენიჭება გადაადგილების უფლება?

June 28, 2024
ცვლილება ავტობუსის ზოლში – რა სახეობის ტრანსპორტს მიენიჭება გადაადგილების უფლება?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის უფლების დაშვებას, გარდა სამთვლიანი მოპედისა.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაა.

„ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში და ა.შ.

მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას, (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით.

ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებენ ამ ინიციატივას და დაუჭერენ მხარს. პარლამენტის მიერ კანონების მიღების შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოს წარვუდგენთ შესაბამის წესსა და პირობებს, თუ როგორ, რა დაშვებებითა და რა შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებისა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა. სხვა დანარჩენზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით როდიდან იქნება მისი ამოქმედება შესაძლებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სააკაშვილი საკუთარი პარტიის ლიდერებს აკრიტიკებს – რატომ ფიქრობს პარტიის დამფუძნებელი, რომ ლიდერშიპი საკუთარ ამომრჩეველს დაშორდა
  • იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge