Wednesday, August 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დინამო არენა მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება“ – „ფეხბურთის ეფექტი“ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში

June 27, 2024
„დინამო არენა მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება“ – „ფეხბურთის ეფექტი“ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში

„დარწმუნებული ვარ, „დინამო არენა“ მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება“ – ამის შესახებ “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით ის ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში „ფეხბურთის ეფექტის“ შესაძლო შედეგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალე მსოფლიოდან მამარდას, კვარას, ქოჩორას სამშობლოს სანახავად უამრავი ტურისტი ეწვევა.

მისი თქმით, წლევანდელი არეულობების გამო ბევრი ჯავშანი გაუქმდა, თუმცა მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

„წლევანდელი აქციებისა და არეულობების გამო, ბევრი ჯავშანი გაუქმდა და ეს ტენდენცია გრძელდება ივლისსა და აგვისტოშიც, მაგრამ ამ წელსაც გადავიტანთ. მთავარია, რომ ევროპისთვის სამაგალითო ერი ვხდებით და მომავალ წელს ჩვენს სანახავად ბევრი ტურისტი ჩამოვა და ამ ყველაფერს ორმაგად ავინაზღაურებთ“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, წლევანდელი გამარჯვება ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

„ფეხბურთი სახალხო სპორტია და წლევანდელი გამარჯვება ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ძალიან ბევრ ქალაქში, სადაც ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, ამ ქალაქის სახეებია სტადიონები და ისინი მუზეუმებად არის ქცეული. დარწმუნებული ვარ, „დინამო არენა“ მალე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება. სხვათაშორის, ძალიან ბევრი გერმანელი საქართველოს მაისურით იყო სტადიონზე და სწორედ ამ კატეგორიაზე მაქვს საუბარი, რომ აუცილებლად ჩამოვლენ მამარდას, კვარას, ქოჩორას სამშობლოში.

დარწმუნებული ვარ, „ფეხბურთის ეფექტი“ მალე ყველაზე დადებითად აისახება“ – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დამარცხდა მძიმე სენთან ბრძოლაში, სიტყვები უძლურია”- 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა
  • როგორ გამოეხმაურა ბრიტანული პრესა „ენფილდზე“ მამარდაშვილის პირველ თამაშს
  • რას გეგმავდა მაგდა პაპიძე, თუ მას შეიწყალებდნენ – ფრაგმენტი ინტერვიუდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge