რუსუდან კერვალიშვილმა ბაია დვალიშვილის გადაცემაში მისი დაპატიმრების შესახებ ისაუბრა და ოჯახის ისეთი დეტალები მოჰყვა, რომელიც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა.
რუსუდან კერვალიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეზე დააკავეს და სასჯელს დასთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად იხდიდა.
“ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ მომეცა საშუალება მაიასთვის გამეზიარებინა ყველაფერი. ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით. ჩემი გარეთ ყოფნა ძალიან დიდი ტანჯვა იყო 9 თვე, სანამ მაია ციხეში იყო. მე მინდოდა მაიას გვერდით ამოვდგომოდი, როცა ვახტანგი კვდებოდა. მე დავტოვე პალატაში მომაკვდავი ვახტანგი… რეანიმაციაში დავტოვე.
მაიას დაპატიმებით დამაპატიმრეს მეც. ვახტანგს ოჯახის წევრი აღარ ყავდა, მაია და გუკა ციხეში იყო. მე უნდა ვყოფილიყავი მასთან…” – გაიხსენა რუსუდან კერვალიშვილმა.
ყოფილმა პარლამენტარმა და ბიზნესმენმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მის დას მაია რჩეულიშვილს, ციხეში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო ამ ამბავს ვახტანგ რჩეულიშვილი შეეწირა.
“22 მარტს შემატყობინეს, რომ მაიას არ აქვს კარგი დიაგნოზი. ჩემთვის ეს ყველაფრის ჩამოქცევა იყო. ჩემზე უარესად გახდა ვახტანგი.
მაია წელის ტკივილით მივიდა კლინიკაში და სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დამიბარეს, შემიყვანეს კაბინეტში და მითხრეს, მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვსო.
შეუძლებელი იყო, არ დავიჯერე. მაშინვე წავიდა ვახო მასთან ციხეში და როცა იქედან ბრუნდებოდა ცუდად გახდა.
მივხვდი დღეები ჰქონდა დათვლილი ვახოს, სწორედ მაშინ ჩემი განაჩენი უნდა გამოეცხადებინათ, გონზე იყო, მითხრა რა კარგი გოგო ყოფილხარო, მცირე იმედი მქონდა, მომცემდნენ საშუალებას გამეცილებინა, მაგრამ არ გამოვიდა. დავტოვე მარტო… გამოაცხადეს და განაჩენი, ეს იყო ჩემთვის ვახოსთან გაშორების განაჩენი” – ამბობს კერვალიშვილი.