Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში” – თორნიკე ჭეიშვილი

November 17, 2026
გარკვეული მისინტერპრეტაცია, თითქოს ცალკე აღებული ვინმე ვინმეს ედავება კოალიციის შექმნას, არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, ეს ასე არ არის – ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს – თორნიკე ჭეიშვილი

მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ამაზე საპასუხო არაფერი არ აქვთ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

ჭეიშვილის თქმით, მოპასუხე მხარე იაფფასიანი მანევრებით ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.

მან ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთთან გამიჯვნის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა ამისთვის საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. ჭეიშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ.

“ამით ისინი, როდესაც ასეთ იაფფასიან მანევრებს ატარებენ, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ამყარებენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას. საგულისხმოა ის, რომ გამოიკვეთა პოზიციებს შორის არათანმიმდევრულობა და აცდენა, რომ როდესაც ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენლები აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი არის და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის გათვალისწინებით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ სად არის სიმართლე. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს იმ უმძიმესი სენისაგან, რასაც ჰქვია კოლექტიური “ნაცმოძრაობა”.

ისინი ცდილობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხები თითქოს და დაჩრდილონ. თუმცა რასაკვირველია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და რასაკვირველია აბსოლუტურად არადამაჯერებელი.

თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ და რასაკვირველია შეეძლოთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, ეს პროცესიც ყველაფერთან ერთად წარმოაჩენს, რომ გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არა ერთი წლის მანძილზე”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში” – თორნიკე ჭეიშვილი
  • “ლელო” გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტკინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, ძალიან ცდება – რატი იონათამიშვილი​
  • მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას ან უბრალოდ იტყუებიან​ – გიორგი კახიანი საკონტიტუციო სარჩელის განხილვასა და ოპოზიციაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge