საქართველოს ეროვნულმა ნაკრების მიერ ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს დაამრაცხების (3:1) შემდეგ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
“ევროპის ჩემპიონატამდე ეს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო შეხვედრა იყო და მის შედეგს ჩვენთვის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ, დღევანდელი მოგება მნიშვნელოვანი იყო – გერმანიაში კარგი განწყობით მივდივართ.
რაც შეეხება ევრო 2024-ზე გამოსვლს, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ვეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ – ეს ჩვენი მიზანია. კარგი გუნდი გვყავს, მეტოქეებს პატივს ვცემთ, მაგრამ მათ სახელებს არ ვუყურებთ, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ, გამარჯვება გვსურს. ვფიქრობ, რომ მეტოქეებს საქართველოს ნაკრებთნ თამაში არ უხარიათ“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.