Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაუშვებელია!” – რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?

June 13, 2024
“დაუშვებელია!” –  რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში – “სა­ქარ­თვე­ლო­ში 2023 წელს სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბი და პროგ­ნო­ზი 2024 წლის­თვის“ შო­ვის სტი­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია მო­ცე­მუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სტი­ქი­ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია რა­ი­მე სა­ხის ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის 3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა სტი­ქი­ურ­მა უბე­დუ­რე­ბამ 33 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

რო­გორც გე­ო­ლო­გე­ბი წე­რენ, მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ მყინ­ვარ ბუ­ბას და­სავ­ლე­თით, ად­გი­ლი ჰქონ­და კლდეზ­ვა­ვუ­რი მა­სის ჩა­მოშ­ლას, რო­მე­ლიც დი­ნა­მი­კურ კონ­ტაქ­ტში შე­ვი­და მყინ­ვარ­თან, მო­ახ­დი­ნა მისი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის დე­ფორ­მა­ცია და ჩა­მონ­გრე­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ყი­ნულ­ში და ნაპ­რა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი წყლე­ბის გად­მო­დი­ნე­ბა, ასე­ვე მყინ­ვა­რის ზე­და­პირ­ზე კლდეზ­ვა­ვის მყა­რი მა­სა­ლის ხა­ხუ­ნის შე­დე­გად მოხ­და მყინ­ვა­რის უს­წრა­ფე­სი დნო­ბა (ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო ღვარ­ცო­ფის მოძ­რა­ო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად – აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში), რის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ნა­კად­მა დიდი სიჩ­ქა­რით და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა ხე­ო­ბის კა­ლა­პოტ­ში.

მკვლევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხა­სი­ა­თის ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა: მყინ­ვა­რის და შე­მორ­ჩე­ნი­ლი თოვ­ლის სა­ფა­რის ინ­ტენ­სი­ურ­მა დნო­ბამ, წინა პე­რი­ოდ­ში მო­სულ­მა ატ­მოს­ფე­რულ­მა ნა­ლე­ქებ­მა, მყინ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რედ კლდეზ­ვა­ვის ჩა­მოშ­ლამ, რა­საც თან და­ერ­თო ნაპ­რა­ლო­ვა­ნი გე­ნე­ზი­სის მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის ფრონ­ტა­ლუ­რი გად­მო­დი­ნე­ბა, მე­წყრულ-ერო­ზი­ულ­მა პრო­ცე­სებ­მა და გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფის გავ­ლამ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებ­თან.

“ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის შე­მად­გენ­ლო­ბის, ხე­ო­ბის დახ­რი­ლო­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი), მორ­ფო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მან­ძი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და FLAMMS-ის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბით, ღვარ­ცო­ფუ­ლი მა­სის გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რემ 18-24 მ/წმ შე­ად­გი­ნა. სტი­ქი­ის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ზო­ნი­დან, შო­ვის ე.წ. კო­ტე­ჯე­ბის უბ­ნამ­დე ღვარ­ცო­ფულ ნა­კადს უნდა მი­ეღ­წია 7.5-10 წუთ­ში;

სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის აუზ­ში წყლის გრძელ­ვა­დი­ან შე­გუ­ბე­ბას ად­გი­ლი არ ქო­ნია, რა­საც ადას­ტუ­რებს სტი­ქი­ამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თით ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თი და მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე (მდ. რი­ო­ნის შე­სარ­თავ­თან) არ­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი. მცი­რე ზო­მის შე­გუ­ბე­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ სტი­ქი­ის შემ­დგომ მდ. ბუ­ბის­წყლის და მდ. ჭან­ჭა­ხის შე­სარ­თავ­თან, რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია“ – წე­რია დას­კვნა­ში.

ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ხედ­ვით, ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა ერთ-ერთ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს სტი­ქი­ამ­დე, სა­დაც ღვარ­ცო­ფის მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლას უკა­ნას­კნე­ლი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუ არ ჩავ­თვლით მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ცალ­კე­ულ წყალ­მო­ვარ­დნებს.

„2023 წლის 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული და თანხვედრილი, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“,- ვკითხულობთ ბიულეტენში.

როგორც გეოლოგები წერენ, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის.

„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“, – აღნიშნულია დასკვნაში.

გეოლოგების რეკომენდაციაა, რომ კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. ამასთან, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების შეფასება, რისკების ზონირება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.

„მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

ზოგადად, მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“,- აღნიშნულია დასკვნაში.

წყარო- Bpn.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge