Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კორონავირუსის სტატისტიკა ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია – მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემია საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა”– რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?

June 6, 2024
“კორონავირუსის სტატისტიკა ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია – მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემია საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა”– რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?

“კორონავირუსის სტატისტიკა  ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია, სადეპუტატო კითხვაზეც  კი არ მოგვაწოდეს ინფორმაცია–ამ მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემიის პერიოდი საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა” – წერს სოციარ ქსელში პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებასა და პრობლემის მიმართ მთავრობის გულგრილი დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

“რა დროს გრიპია, ზაფხულია”-ასეთია პირველი რეაქცია, როცა ახლობლები იგებენ, რომ გრიპი შემეყარა. მხოლოდ გუშინ მოვკარი თვალი მედიაში ექიმის კომენტარს, რომ გრიპის ვირუსი მასობრივადაა გავრცელებული. სადაა ამ დროს ჯანდაცვის სამინისტრო? სწორი და დროული ინფორმაციის არსებობისას ადამიანები უკეთ დაიცავენ თავს, პირბადეს მაინც გაიკეთებენ ტრანსპორტში. ან რატომ არ აძლევენ  მითითებას სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომ პირბადე  თუნდაც მეტროში ატაროს ხალხმა?

“კორონაზე დავიტესტე, არ აღმომაჩნდა”-როცა ამას ვამბობ, აქაც მსგავსი რეაქციაა: “რა დროს კორონაა, იგი  ხომ მორჩა”? არც კორონა წასულა არსად და არც გრიპი. ნახევარი წლის წინ კორონავირუსმა პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლის ბებია შეიწირა ისე, რომ კორონაზე ხსენებაც არაა მისი გარდაცვალების მიზეზში. “ფილტვების უკმარუსობით” გარდაიცვალა, ასეთია ოფიციალური ვერსია, არა და მანამდე კორონავირუსი ჰქონდა. კორონავირუსის სტატისტიკა  ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია, სადეპუტატო კითხვაზეც  კი არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება, სხვა დაავადებათა მსგავსადო.

პანდემიის  დროს მთავრობას დანაშაულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა. ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ერიდებოდა პოლიტიკური მოსაზრებით. ახლაც ასეა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო წელიწადს.

ამ მთავრობის სინდისზეა ის, რომ პანდემიის პერიოდი საქართველომ ყველაზე მძიმედ გადაიტანა, 17 200 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

რაც შეეხება ჩემს გრიპს, საშუალო სიმძიმით მიდის. ამბობენ, აცრის გამოო. ზუსტად 25 წელია, რაც კი გრიპის ვაქცინა შემოვიდა საქართველოში და ერთი წელიც კი არ გამომიტოვებია. ეს, ჩვენი ანტივაქსერების საყურადღებოდ” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge