ზარაფხანამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით სამაჯური შექმნა – ამის შესახებ ინფორმცია ზარაფხანამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა. სამაჯური ვერცხლისაა და მისი ღირებულება 180 ლარს შეადგენს.
“სიამაყით წარმოგიდგენთ, ზარაფხანას გუნდისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები-ს პირველი თანამშრომლობით შექმნილ, გამარჯვების ეროვნული მუხტით შთაგონებულ სამაჯურს “მე ვარ საქართველო“. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე!“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.