ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი უფროსისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახლემიფო დაცვის მოხდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაცია იყო, რომელიც გაითვალისწინეს.
“ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო საფრთხის შესაბამისი ხარისხი” – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, “მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა, სდსს-ს რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია”.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოადგილის პოსტიდან გიორგი გელაშვილის გათავისუფლებას, რომელიც მდინარაძის მეგობარიც იყო, კობახიძე ამბობს, რომ გელაშვილმა პოსტი თავის ნებით დატოვა, მისი ცოლი ქართული ოცნების წევრია და “სპეკულაციების საბაბი არ არსებობს”.
“გოგა გელაშვილს რაც შეეხება, მან თავიის ნებით დატოვა თანამდებობდა, თვენ იცით, რომ მისი ოჯახის წევრი, მისი მეუღლე საქართველოს პარლამენტის წევრია, ჩვენი გუნდის წევრია, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს”. – განაცხადა კობახიძემ.
მას ასევე ჰკითხეს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე:
“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის, ბუნებრივია, ეს ლოგიკურია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე პოლიტიკურად აქვს თუ არა მასზე ახლო ურთიერთობა ვინმეს ქართული ოცნებიდან ბიძინა ივანიშვილთან.
შეკითხვაზე “მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებულია ის?” კობახიძემ უპასუხა: “საერთოდ არ ბრაზდებიან პოლიტიკაში, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მოეხსნა სახელმწიფო დაცვა, რომელიც მას 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა.
20 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 8 სექტემბერს მიღებული განკარგულება “მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე, ძალადაკარგულად ცხადდება”.
