მიმოქცევაში ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით 58.1 %-ით შემცირდა. როგორც ეროვნული ბანკის (სებ) 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, გასულ წელს, 6 350 ერთეული სხვადასხვა ქვეყნის ფულის ბანკნოტი და მონეტა შემოწმდა, საიდანაც 3562 ყალბი იყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ bm.ge ავრცელებს.
ამასთან, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა – 27.6%-ით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა კი 62.6 %-ით იყო შემცირებული. ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 %-ით გაიზარდა – შემოწმებული 2 171 ბანკნოტიდან, ამერიკული დოლარის 1781 ბანკნოტი ყალბი იყო.
რაც შეეხება ლარის ყალბი მონეტების რაოდენობას, ის 2022 წელთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა.
ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად 100 ლარიან ბანკნოტებს აყალბებენ, მეორე ადგილზეა 50 ლარიანი ბანკნოტები, მესამეზე 1 ლარიანი მონეტები.