საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი თვლის, რომ ქვეყანაში მიზანშეწონილი იქნება კარანტინის ეტაპობრივი გაუქმება ცალკეულ რეგიონებში და არა ერთდროულად მთელ რესპუბლიკაში. ამის შესახებ მან განაცხადა რეგიონულ გაზეთ Le Telegramm-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ოლივიე ვერანმა აღნიშნა, რომ კარანტინის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად “აუცილებელია თითოეული რეგიონის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, საავადმყოფოების მდგომარეობისა და სამედიცინო დაწესებულებებში გადატვირთულობის საერთო პრობლემის შესწავლა”.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში მცირედით შემცირდა ეპიდემიის მაჩვენებლები. ”ახლა დღეში ნაკლები შემთხვევაა. ეს მაჩვენებელი ადრე 40 ათასი იყო, დღეს კი საშუალოდ – 33 ათასი”, – თქვა მინისტრმა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიური ცვლილებები “არასტაბილური რჩება”. “ჩვენ კვლავ ეპიდემიის მაღალ დონეზე ვართ, დაფიქსირებული შემცირება არ არის საკმარისად სწრაფი და საკმარისად ძლიერი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მცდელობები ეპიდემიასთან საბრძოლველად”, – აცხადებს ის.
მან ასევე განაცხადა, რომ ვერ დაასახელებს ზუსტ დროს იმისას, თუ რა დროიდან დაიწყება აქტიური შემსუბუქება შეზღუდვებისა და რომ არ სურს, იყოს მეტად ოპტიმისტურად ან ნეგატიურად განწყობილი, თუმცა გამოთქვა იმედი იმისა, რომ “საფრანგეთს მშვიდი ზაფხული ექნება”. აქვე ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესის გარეშე მოხუცებულთა სიკვდილიანობა იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე დღესაა.