“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
“22 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ზედამზის ქ. II შეს. N6-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 მაისის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, გორდის, დავით იოსელიანის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ინტერნატის, ფილიას, ორბეთისა, ლამისყანის, ბენდელიანის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე თბილისის ზოგიერთ უბანს შეეზღუდება ელექტროენერგიაც:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვის უბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ხევძმარის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრი ხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, მუხაძის, მაისურაძის, გახოკიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, შიუკაშვილის, გუჯეჯიანის, ნახუცრიშვილის, მროველის, გოკიელის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, გაგარინის, ფანჯიკიძის გოთუას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ანა პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თამარ მეფის გამზირის, ზაარბრიუკენის მოედნის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, სამღერეთის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ბაქოს, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, გოგიბერიძის, ნეკრასოვის, პლატონის, ტოლსტოის, ნორიოს, ლარეხის, უფლისციხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, მიჩურუნის, საქარის, მამარდაშვილის, თვალჭრელიძის, დოლიძის, ცაიშის, ჭინჭარაძის, ხორნაულის, რაულ ეშბას და თუმანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სლავა მეტრეველის, ქურდიანების, ბათუმის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას და დისევის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის, გორგასლის და მეფე სოლომონის ქუჩების მაცხოვრებლებს
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის მიწის ქვეშა გადასასვლელის, ვერეს დაღმართის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, ლაპიაშვილის, სატივეს, კოსტავას, ტაბიძის, ნიკოლაძის, ჯუღელს, საქანელის, ჯავახისვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.