გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე დავით შარტავა დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა დაწერა.
„სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა , ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. უსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს… ცოდვაა როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა..RIP Сегодня погиб наш боец при боестолкновении Давид Шартава, Где будет прощание с бойцом напишу отдельно! Слава Украине,“ – წერს მამუკა მამულაშვილი.
დათო შარტავა 2016 წლიდან უკრაინის სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოდა.