Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დატოვეს თუ არა სინამდვილეში ”იმედი” პრაიმ შოუს წამყვანებმა? – ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ნოე სულაბერიძე

May 20, 2024
დატოვეს თუ არა სინამდვილეში ”იმედი” პრაიმ შოუს წამყვანებმა? – ნახეთ რა განცხადებას აკეთებს  ნოე სულაბერიძე

ვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით ტო­ვე­ბენ, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, “პოსტვის” წამ­ყვა­ნის ანი ამი­ლახ­ვა­რი “ფე­ის­ბუქ­ზე” წერ­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო, ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.
ასე­ვე გა­ა­ჩე­რეს გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ირმა სო­ხა­ძე გახ­ლდათ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის მი­ზე­ზიც სო­ხა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გახ­და, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო.

5 მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა. რო­გორც სხვა­დას­ხვა მე­დია წერ­და, არ­ხი­დან წა­სულ­თა შო­რის იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად, გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი, მათ შო­რის “იმე­დის დი­ლი­სა“ და “პრა­იმ­შო­უს“.
სი­ა­ში მოხ­ვდნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი – ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა “პრა­იმ­შო­უს“ – ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.
“იმე­დის” იმ წამ­ყვა­ნებ­ში, ვინც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იყ­ვნენ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

“ბავ­შვებს ხელს ნუ ურტყამთ”, – წერ­და ნინი, ხოლო სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა “ინ­სტაგ­რა­მის” სთო­რი­ში, დარ­ბე­ვის დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.
იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის, ვინც ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად და­ტო­ვა არი­ან: ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. მათ შო­რის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ მხო­ლოდ ეკა ამი­რე­ჯიბ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ტე­ლე­ვი­ზი­ას პოს­ტით და­ემ­შვი­დო­ბა.

“ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ვი­და ჩიხ­ში…” – რას წერს ეკა ამი­რე­ჯი­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი­დან” წას­ვლის შე­სა­ხებ?
რაც შე­ე­ხე­ბა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილს, ისი­ნი “იმედ­ზე“ მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

“პრა­იმ­შო­უს“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბერ­ძე ambebi.ge-სთან მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა, რო­გორც აგ­ვიხ­სნა, გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ეჩ­ქა­რე­ბო­და.
ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე:

– არ დაშ­ლი­ლა “პრა­იმ­შოუ”, მა­გას თუ მე­კი­თხე­ბით, არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

– არ წა­სუ­ლან გა­და­ცე­მი­დან სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი?

– არ დაშ­ლი­ლა მა­გას ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

ის, რომ გა­და­ცე­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ არ და­უ­ტო­ვე­ბია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. ჩვენს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი შედ­გა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

– არა­ფე­რი არ მკი­თხოთ…

– პო­ლი­ტი­კა­ზე არა­ფერს გე­კი­თხე­ბით. არ წა­მო­სულ­ხართ “პრა­იმ­შო­უ­დან?”

– არა, არა, მშვი­დო­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა “მთავარი არხის“ ოპერატორი ნინი ლომიძე
  • “კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება”- „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • “ეს არის ძალიან ცინიკური და მზაკვრული განცხადება”- გია ხუხაშვილი ყაველაშვილის განცხადებაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge