დღეს 20 მაისს, საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ამ დღეს, სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის სკოლა გახლავთ, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულება წელს მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა.
![]()

ვაჟა კვინიკაძე ერთადერთი მოსწავლეა, რომელსაც ლაშის სკოლაში ბოლო ზარი ჰქონდა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ, ახალგაზრდას პირადად მიულოცა სკოლის დასრულება და წარმატებები უსურვა.
