იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას ადამიანებზე განსაკუთრებული გავლენა აქვს. ყოველწლიურად აღნიშნული პლანეტა ახალ ნიშანში გადადის და ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისათვის წარმატებული და გამორჩეული პერიოდი იწყება.
აღსანიშნავია, რომ 27 მაისს პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში შედის და იქ 2025 წლის 10 ივნისამდე დარჩება. ბოლოს იუპიტერი ტყუპების ნიშანში 2012 წლის 12 ივნისს იყო. ტყუპების თანავარსკვლავედი პასუხისმგებელია მოგზაურობაზე, კომუნიკაციებზე, გაყიდვებზე, დოკუმენტებზე, კონტაქტებზე, ტრენინგზე და ახალი უნარების შეძენაზე. იუპიტერი კი გაფართოების, გამდიდრებისა და ახალი გამოცდილების პლანეტაა. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელად ახალი, ძალიან საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან, საქმიან შეხვედრებზე მიგიწვევენ, მომგებიან პროექტებში ჩართვას შემოგთავაზებენ.
ამ პერიოდის განმავლობაში პიროვნული და კარიერული ზრდის ძალიან დიდი შანსი გაქვთ. დროა, საკუთარი ინტერესები გააფართოოთ. დაიწყეთ იმის შესწავლა, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო, მოტივაცია, ენერგია არ გყოფნიდათ. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჰობის. ჩაეწერეთ კონკრეტულ წრეებსა და მასტერკლასებზე. ნუ იტყვით უარს ახალ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, ახალ გამოცდილებასა და თავგადასავლებზე. ახლა თქვენი ცხოვრების შეცვლისა და დიდი წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გაქვთ.
იუპიტერი ტყუპების ნიშანში ყოველ 12 წელიწადში ერთხელ გადადის. ამიტომაც, ნანატრ ცვლილებებს ძალიან მალე იგრძნობთ. საქმეები, მიზნები იმაზე გაცილებით მარტივად წარიმართება, ვიდრე აქამდე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამავე ნიშანში სიყვარულისა და ურთიერთობების პლანეტა, ვენერაც შევა, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდი რომანტიკული ურთიერთობების განვითარებისთვის, საყვარელ ადამიანთან შეხვედრის, ან არსებულ ურთიერთობაში ჰარმონიის პოვნისთვის შესანიშნავია. ამიტომაც, გამოიყენეთ ხელსაყრელი ეს პერიოდი და დაუთმეთ დრო სიახლეებსა და სასიკეთო ცვლილებებს.
წყარო: “ბომონდი”