ენათმეცნიერების ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
” ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ 2024 წლის 6 მაისს გარდაიცვალა თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია აბალაკი.
▪️ მაია აბალაკმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სინონიმიის ზოგადი საკითხები და ენობრივი სისტემის სემანტიკური უწყვეტობა“.
▪️ 1987 წლიდან მაია აბალაკი მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, 2004 წლამდე იგი იყო სამეცნიერო კრებულ „წელიწდეულის“ რედაქციის თანამშრომელი, 2004 წლიდან კი – თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.
▪️ მაია აბალაკი იყო რუსული ენის ჩინებული სპეციალისტი, ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა, მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, აქტიურად იყო ჩართული „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ მომზადებაში, რომელიც გამოიცა 2013 წელს. იგი იყო მრავალი წიგნისა თუ სამეცნიერო ნაშრომის მთარგმნელი; 2009 წლიდან უძღვებოდა სინქრონულ თარგმანს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე.
▪️ მნიშვნელოვანია მაია აბალაკის პედაგოგიური საქმიანობა. 2005 წლიდან ის მუშაობდა №34 სკოლაში „ქართული სასწავლებელი“ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იყო არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოს მთარგმნელი, ავტორი თუ რედაქტორი.
▪️ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა მაია აბალაკის სახით დაკარგეს ნიჭიერი, ორგანიზებული, კეთილსინდისიერი და სანდო სპეციალისტი, გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით – მუდამ ხალისიანი და კოლეგების მოყვარული.
პანაშვიდი: 7 და 8 მაისს
გამოსვენება: 9 მაისს, ხუთშაბათს, 2 საათზე
მისამართი: ვარკეთილი – 3, მე-3 ა მიკრორაიონი, კორპ. 328; 1-ელი სადარბაზო; 1-ელი სართული”