მოჭიდავე ძმები წულუკიძეები დააკავეს – არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება ნამოხვანის აქციას უკავშირდება
ძმები წულუკიძეები დაკავებული არიან – მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზი სამართალდამცველებმა ბათუმში აიყვანეს. დაკავებულია ირაკლი ჭელიძეც.
ისინი პოლიციამ საკუთარ სახლთან აიყვანა და გვიან ღამით აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ნამოხვანში აქციას უკავშირდება. ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ, აჭარიდან ჩავიდნენ. მათი უშუალო მონაწილეობით მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. ამ კადრებიც მოპოვება მაშინ “კურიერმა” შეძლო.
დაპირისპირების შემდეგ გამოკითხვაზე გადაყვანილი სპორტსმენები მაშინვე ამბობდნენ, რომ აქციაზე მათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები შეამჩნიეს, რომლებიც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ – მათ შორის გურიაში, სადაც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რამდენიმე თვის წინ დაპირისპირება მოხდა. ნამახვანში კონფლიქტის მიზეზად კი შეკითხვა დასახელდა – თუ რა მიზეზით და რა მიზნით მონაწილეობდნენ ისინი ამჯერად აქციაში.