Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია – რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

May 3, 2024
დღეს წითელი პარასკევია – რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

დღეს წი­თე­ლი პა­რას­კე­ვია. ამ დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ჯვარ­ცმას, ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას იხ­სე­ნებს. დიდი პა­რას­კე­ვი დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. ამ დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა არ აღეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­გან გა­მო­სახ­სნე­ლად უფალ­მა სა­კუ­თა­რი თავი მსხვერ­პლად შეს­წი­რა. მსა­ხუ­რე­ბი­სას სა­მე­უ­ფო ჟამ­ნი შეს­რულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც უფ­ლის ვნე­ბის შე­სა­ხებ სა­ხა­რე­ბა იკი­თხე­ბა.

დიდი პა­რას­კე­ვის სე­რო­ბა მა­ცხოვ­რის ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას ეძღვნე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ, შუ­ა­დღის ორ სა­ათ­ზე აღევ­ნი­ლე­ბა, რად­გან იესო ქრის­ტე ჯვარ­ზე სწო­რედ ამ დროს მი­იც­ვა­ლა. მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში მზად­დე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სად­გა­მი – “საფ­ლა­ვი”, სა­კურ­თხე­ველ­ში კი, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ გარ­და­მოხ­სნას, სა­გან­გე­ბოდ მო­ხა­ტულ დიდ ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია ამო­ქარ­გუ­ლი.

გარ­და­მოხ­სნას უწ­მინ­დე­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად სა­კურ­თხევ­ლი­დან გა­მო­აბ­რძა­ნებს. მოხ­დე­ბა ტა­ძარ­ში ერთხელ შე­მო­ტა­რე­ბა და მას ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში სად­გამ­ზე და­აბ­რძა­ნე­ბენ.

შეს­რულ­დე­ბა სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იესო ქრის­ტეს ვნე­ბა­სა და ჯვარ­ცმას ასა­ხავს. ამის შემ­დეგ, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მლოც­ვე­ლე­ბი გარ­და­მოხ­სნის წი­ნა­შე დიდ მე­ტა­ნი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მას ეამ­ბო­რე­ბი­ან.

გარ­და­მოხ­სნა ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში არას­რუ­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა, რაც იმის სიმ­ბო­ლოა, რომ მა­ცხო­ვა­რი აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ სამი დღე იყო საფ­ლავ­ში.

დიდი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ხვის დღეა და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, მორ­წმუ­ნე­თა­გან ზოგი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს იღებს, ზოგი კი – მხო­ლოდ პურ­სა და წყალს.

მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ დღეს ასე­ვე კვერ­ცხებს წით­ლად ღე­ბა­ვენ და პა­ს­ქებს აცხო­ბენ. წი­თე­ლი კვერ­ცხის მსგავ­სად პა­ს­ქა­საც რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. უფ­ლის ჯვარ­ცმა იუ­დე­ველ­თა პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე მოხ­და.

აღ­დგო­მას მორ­წმუ­ნე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ ამ სი­ტყვე­ბით: “ქრის­ტე აღ­სდგა”. ეს ჩვე­უ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძვე­ლია. არის გად­მო­ცე­მა, რომ ამაღ­ლე­ბამ­დე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში დაგ­ზავ­ნა, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მისი აღ­დგო­მის შე­სა­ხებ ეხა­რე­ბი­ნათ. სა­ქა­და­გებ­ლად გა­ე­შუ­რა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლიც, რომ­ლის­გა­ნაც მა­ცხო­ვარ­მა შვი­დი ეშ­მა­კი გან­დევ­ნა და რო­მელ­მაც ღვთის­მშობ­ლის შემ­დეგ პირ­ველ­მა იხი­ლა მკვდრე­თით აღ­მდგა­რი უფა­ლი.

წმი­და მა­რი­ა­მი რომ­ში ჩა­ვი­და და პირ­და­პირ იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლეს მი­ა­შუ­რა. იგი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო და ამი­ტომ და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­ა­ტა­რეს სა­სახ­ლე­ში. მან იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს სა­ჩუქ­რად კვერ­ცხი გა­უ­წო­და და ახა­რა: “ქრის­ტე აღ­სდგა”. იმ­პე­რა­ტორ­მა ქალს ეჭ­ვით შე­ხე­და და წა­მო­ი­ძა­ხა: “რო­გორ შე­ეძ­ლო მკვდარს აღ­მდგა­რი­ყო?! ეს ისე­ვე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც ის, რომ ახლა ეს კვერ­ცხი გა­წით­ლდე­სო”. სი­ტყვე­ბი ჯერ არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ კვერ­ცხი მარ­თლაც გა­წით­ლდა. ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბით ეგე­ბე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, კვერ­ცხი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა, რად­გან მის­გან ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა იბა­დე­ბა, იესო ქრის­ტემ კი ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე მი­ა­ნი­ჭა. წი­თელ ფერ­ში სის­ხლი მო­ი­აზ­რე­ბა, რად­გან იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი სის­ხლით სი­ცო­ცხლე გან­წმი­და და აკურ­თხა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – მეტეოროლოგის გაფრთხილება
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge