Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქმარი შინ მამაკაცებს ცოლზე სექსუალური ძალადობისთვის ეპატიჟებოდა – ბრიტანეთში შემზარავ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

November 5, 2026
ქმარი შინ მამაკაცებს ცოლზე სექსუალური ძალადობისთვის ეპატიჟებოდა – ბრიტანეთში შემზარავ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მან­ჩეს­ტერ­ში, ცხრა მა­მა­კა­ცის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ინ­ტერ­ნე­ტით წა­ხა­ლი­სე­ბა. ქა­ლის ქმარ­მა, რო­მე­ლიც 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია, მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი 60-ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ის სხვა მა­მა­კა­ცებს სახ­ლში იწ­ვევ­და, ცოლს აუ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნებ­და, ცოლი კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის დროს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტოკპორ­ტში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ სახ­ლში სხვა კა­ცებს იწ­ვევ­და, რათა მათ მისი მე­უღ­ლე­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ეძა­ლა­დათ. თა­ვად კი მომ­ხდა­რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს იღებ­და და სხვა პი­რებს უზი­ა­რებ­და.
მა­მა­კა­ცი 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ცა­ვად მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არ სა­ჯა­როვ­დე­ბა. მან მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი 60-ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.
საქ­მე­ზე ცხრა მა­მა­კა­ცია ბრალ­დე­ბუ­ლი. მათ ნა­წილს ქალ­ზე უშუ­ა­ლო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, და­ნარ­ჩე­ნებს კი – და­ნა­შა­უ­ლის ინ­ტერ­ნე­ტით წა­ხა­ლი­სე­ბა და შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

პრო­კუ­რორ­მა ლუიზ ოკ­ლიმ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ქმა­რი სა­კუ­თარ “გარ­ყვნილ სურ­ვი­ლებს“ იკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და სახ­ლში სულ უფრო მეტ მა­მა­კაცს იწ­ვევ­და.

“რო­გორც ჩანს, 2025 წლის და­სა­წყის­ში მას არ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ ახა­ლი წლი­დან ცო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი შე­ე­წყვი­ტა. პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი გარ­ყვნი­ლი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას აგ­რძე­ლებ­და და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის მის­ვლა­ზე თან­ხმდე­ბო­და“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, 42 წლის და­ნი­ელ რე­ი­ნე­რის მი­მო­წე­რაც წა­რად­გი­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს ითხოვ­და.
ერთ-ერთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მან ქა­ლის ქმარს მის­წე­რა: “უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი აშ­კა­რად უკე­თე­სია“, სხვა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში კი იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქალი იმ ღა­მე­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­დე­ბო­და.

მი­მო­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ ქმა­რი მას სხვა მა­მა­კა­ცე­ბის მიერ ცო­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს უგ­ზავ­ნი­და. რე­ი­ნე­რი და­ინ­ტე­რეს­და, იცო­და თუ არა ქალ­მა, რომ მას ტან­საც­მე­ლი გა­ხა­დეს და მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს. ქმარ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ცოლს ამის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და.

რე­ი­ნე­რი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რა ნივ­თი­ე­რე­ბას აძ­ლევ­და ქმა­რი მე­უღ­ლეს და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად ყო­ველ­თვის GHB-ს იყე­ნებ­და. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ცნო­ბი­ლია რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.
ერთ-ერთ მო­ძა­ლა­დეს ქმარ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში შე­ფა­სე­ბის და­წე­რაც სთხო­ვა
სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის და­სა­წყის­ში ქალ­ზე ერთ ღა­მე­ში ორმა მა­მა­კაც­მა იძა­ლა­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი 59 წლის ფი­ლიპ უა­ილ­დი იყო, მე­ო­რე კი – 28 წლის მო­ჰა­მედ სა­ბი­რი.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, უა­ილდმა კარ­გად იცო­და, რომ ქალი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლო. მისი თქმით, მა­მა­კა­ცი მა­ნამ­დეც ყო­ფი­ლა ამ სახ­ლში და ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მის­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა.

სა­ბი­რი­მაც იცო­და, რომ სა­ძი­ნე­ბელ­ში შეს­ვლი­სას ქალი გონ­ზე არ იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, მას არც უც­დია ქალ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ან მისი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლის ქმარ­მა სა­ბი­რის სთხო­ვა, გაც­ნო­ბის ვებგ­ვერ­დზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნეს კი­დეც მისი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა:

“შეხ­ვედ­რის მო­წყო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო. პირ­ვე­ლად მქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა, როცა სხვის ცოლ­თან მისი ქმრის თან­დას­წრე­ბით ვი­წე­ქი. ამის­თვის მად­ლო­ბა. იმე­დი მაქვს, მალე კი­დევ შევ­ხვდე­ბით“.

სა­ბი­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყოფს.

მომ­ხდა­რის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს თა­ვად მო­ძა­ლა­დეს უგ­ზავ­ნი­და
კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა 2025 წლის მა­ის­ში მოხ­და. სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლის ქმა­რი გაც­ნო­ბის ვებგ­ვერ­დზე 31 წლის ჯორ­დან უო­ლესს და­უ­კავ­შირ­და. მა­მა­კა­ცი მან­ჩეს­ტე­რის რა­ი­ონ უა­ი­თენ­შო­უ­ში სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

უო­ლეს­მა მსხვერ­პლი ქა­ლის ქმარს მის­წე­რა, რომ ნას­ვა­მი იყო და სთხო­ვა, მან­ქა­ნით მი­სუ­ლი­ყო მის წა­საყ­ვა­ნად. ერთ-ერთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ის წერ­და, რომ 13 წუთ­ში მი­ვი­დო­და და მის ცოლ­თან ერ­თად “გარ­ყვნი­ლად გა­ერ­თო­ბო­და“. რო­დე­საც ქმარ­მა მისი წაყ­ვა­ნა არ ისურ­ვა, უო­ლეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­სა­მარ­თზე ვე­ლო­სი­პე­დით მი­ვი­დო­და.

პრო­კუ­რო­რის თქმით, უო­ლეს­მა იცო­და, რომ ქალი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თან­ხმო­ბის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლო.

ოკ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქმარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ახ­სენ­და, რომ უო­ლე­სი ერთ მო­მენ­ტში მის ცოლს უხე­შად მო­ექ­ცა და თა­ვად მო­უ­წია მისი შე­ჩე­რე­ბა.
“რა ჯან­და­ბას აკე­თებ?“ – უთ­ქვამს ქმარს მის­თვის და გა­უფრ­თხი­ლე­ბია, რომ ქალს გა­აღ­ვი­ძებ­და.

უო­ლეს­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა ქმარს მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გაგ­ზავ­ნა სთხო­ვა. მა­მა­კაც­მაც მა­სა­ლა გა­უგ­ზავ­ნა.

უო­ლე­სი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბებს არ აღი­ა­რებს.

სამ­სა­ა­თი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა და კი­დევ ერთი მოწ­ვე­უ­ლი მა­მა­კა­ცი
2025 წლის ივ­ნის­ში ქმარ­მა ცოლ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და ხან­გრძლი­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა. იმა­ვე სა­ღა­მოს მან სახ­ლში ზე­დი­ზედ ორი მა­მა­კა­ცი მი­იწ­ვია.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი 42 წლის ალან კი­ლი­ნი იყო, რო­მე­ლიც სამ­რეწ­ვე­ლო და­სუფ­თა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი უგო­ნო ქალს ზე­მო­დან მო­ექ­ცა, ქა­ლის შავი საც­ვა­ლი ეცვა და მას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და. რო­დე­საც ეს ვერ შეძ­ლო, ქალ­ზე სხვა ფორ­მით იძა­ლა­და.

კი­ლი­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს.

2025 წლის ივ­ლის­ში ქმა­რი კვლავ და­უ­კავ­შირ­და სხვა მა­მა­კაცს – 38 წლის რი­ჩარდ ტა­უნ­სენ­დს. სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან იცო­და, რომ ქალი გონ­ზე არ იყო, თუმ­ცა ქმრის დახ­მა­რე­ბით მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. რო­დე­საც ქალ­მა ფეხი გა­ა­მოძ­რა­ვა და მო­უს­ვენ­რო­ბა და­ე­ტყო, ორი­ვემ გა­და­წყვი­ტა, რომ იმ ღა­მის­თვის საკ­მა­რი­სი იყო და ტა­უნ­სენ­დი სახ­ლი­დან წა­ვი­და.

ის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს.

ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მოც­დი­ლი პა­რა­მე­დი­კო­სი­ცაა
საქ­მე­ში კი­დევ ერთი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ეპი­ზო­დი 43 წლის ჯო­ნა­თან კირკს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც სტოკპორ­ტი­და­ნაა და პა­რა­მე­დი­კო­სად მუ­შა­ობ­და. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, კირ­კი სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ფრთხი­ლობ­და და თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლის ქმარს სა­კუ­თა­რი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე შეხ­ვედ­რა შეს­თა­ვა­ზა.

2025 წლის აგ­ვის­ტო­ში ქმა­რი მას­თან მი­ვი­და და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ცო­ლის ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა, რომ­ლებ­შიც ქალი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ქმარ­მა ასე­ვე უთხრა, რომ მე­უღ­ლის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ცე­მას გა­ნი­ხი­ლავ­და. კირკმა გა­აფრ­თხი­ლა, რომ ეს შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან სა­ში­ში ყო­ფი­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კირ­კი ტაქ­სით თა­ვად მი­ვი­და მა­მა­კა­ცის სახ­ლში.

“რო­გორც გა­მოც­დილ პა­რა­მე­დი­კოსს, მას არ შე­იძ­ლე­ბო­და ვერ შე­ემ­ჩნია, რომ ქალი გონ­ზე არ იყო. მას ამის ამოც­ნო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად ევა­ლე­ბა. სი­მარ­თლე ისაა, რომ მან იცო­და ეს და სწო­რედ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სურ­და ქა­ლის ნახ­ვა“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის შემ­დეგ კირ­კი წა­მოდ­გა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა და სახ­ლი­დან წა­ვი­და.

კირ­კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს.

რო­გორ გახ­მა­ურ­და სკან­და­ლი?
საქ­მე­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც Telegram-ზე და­ხუ­რულ ჯგუფ­ში შეღ­წე­ვა შეძ­ლეს. ჯგუ­ფის წევ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ მძი­ნა­რე ან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქა­ლებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის მი­მართ. სწო­რედ ამ ჯგუფ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქა­ლის ქმა­რი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს სხვა წევ­რებს უზი­ა­რებ­და. მა­სა­ლებ­ში ჩან­და, რო­გორ ხდე­ბო­და ქალ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა მა­შინ, რო­დე­საც მას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და.

პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი ჯგუფ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­იც­ნო.

რო­გორ გა­ი­გო ცოლ­მა სი­მარ­თლე?
2025 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პო­ლი­ცია წყვი­ლის სახ­ლში მი­ვი­და და ქმა­რი და­ა­კა­ვა. სწო­რედ მა­შინ შე­ი­ტყო ქალ­მა, რომ მე­უღ­ლე მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ამ პრო­ცეს­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა მა­მა­კა­ცებ­საც რთავ­და.

პრო­კუ­რორ­მა ლუიზ ოკ­ლიმ სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა იმ მო­მენ­ტში დას­რულ­და, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა და ქმრის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

ქალ­მა არ იცო­და, რომ მე­უღ­ლე მას 20 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ფა­რუ­ლად აძ­ლევ­და სხვა­დას­ხვა პრე­პა­რატს, ზოგ­ჯერ ალ­კოჰოლ­თან ერ­თა­დაც.

პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცის ტე­ლე­ფო­ნი ამო­ი­ღო. მას­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ფოტო და ვი­დეო აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ქალ­ზე თა­ვად ქმრი­სა და სხვა მა­მა­კა­ცე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას ასა­ხავ­და.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • ევროკომისიის ანგარიში მწვავე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული, ის მწვავეა მისი ავტორებისთვის, მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა – ირაკლი კობახიძე
  • ქმარი შინ მამაკაცებს ცოლზე სექსუალური ძალადობისთვის ეპატიჟებოდა – ბრიტანეთში შემზარავ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge