რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე “ფორმულას” ჟურნალისტი დაშავდა – სპეცრაზმელების მიერ დემონსტრანტების მიმართულებით გაშვებული ცრემლსადენი გაზის შედეგად, ნიკა საჯაია დაშავდა.
როგორც რეპორტიორი “პირველებთან” ყვება, სამართალდამცველებმა ერთდროულად რამდენიმე მხუთავი აირი გაუშვეს, რის შემდეგაც სუნთქვა გაძნელდა.
ჩიტაძის ზედა მხარეს ვიყავით და ისროლეს ერთდროულად რამდენიმე ცრემლსადენი გაზი. სუნთქვა გახდა შეუძლებელი. იქიდან გამომიყვანა ხალხმა და ახლა სასწრაფო ჟანგბადს მაწვდის”, – ამბობს ნიკა საჯაია.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციაზე “ფორმულასა” და “მთავარი არხის” ოპერატორები დაშავდნენ.