რუსთაველის გამზრზე, დარბევის შედეგად, “მთავარი არხის” ოპერატორი, ზუკა ჩხვირკია დაშავდა.
ცნობილია, რომ ის წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას ამ დროისთვის გაურკვეველი საგანი სახეში მოხვდა.
მას ჭრილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუმუშავა, ამ დროისთვის ზუკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუსთაველზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმემები რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მანამდე, პარლამენტთან, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება ისევ დაძაბულია.
პარლამენტის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ჩაახშეს სიგნალი, რის გამოც ტელეფონების, ინტერნეტის, ასევე ტელევიზიებისთვის ჩართვის აპარატების გამოყენება თითქმის შეუძლებელია.