სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები პუშკინის სკვერში არიან მობილიზებულები.
ამასთან, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
ამის პარალელურად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები არ იმყოფებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ ვარაუდი, რომ პერიმეტრიდან სამართალდამცავების გაყვანა “ქართული ოცნების” პროვოკაციაა.
ცნობისთვის,შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმაც სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.