12 აპრილს ახალი მთვარეა. ამ დღეს თავი შეიკავეთ ვალდებულებებისგან, დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენთვის სასურველი მომავლის მოდელი და მიზნისკენ მიღწევის გეგმა შეიმუშაოთ.
13-იდან 18 აპრილის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ეს შესანიშნავი დროა სხვადასხვა საქმის დასაწყებად, განსაკუთრებით სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. 13 და 14 აპრილი კარგი დღეა ოჯახური უთანხმოების მოსაგვარებლად. 16 აპრილს კარგი იქნება, თუ სილამაზის სალონს ესტუმრებით. შეგიძლიათ იმიჯი შეიცვალოთ – ახალ ფერზე შეიღებოთ ან შეიჭრათ თმა. ექსპერიმენტი წარმატებული იქნება.
ვერძი
მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები, განუმეორებელი მოგზაურობები როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად საკითხებთან დაკავშირებით, ბევრი სასარგებლო და სასიამოვნო კომუნიკაცია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ შესაძლოა ახალი ხარისხი შეიძინოს და პლანეტების გავლენის გამო ურთიერთგაგების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს. ამ კვირაში მოვლენები სწრაფად და მოულოდნელად განვითარდება, ყველაფერი არაპროგნოზირებადი იქნება, ამიტომ ნურაფერს დაგეგმავთ, დინებას მიჰყევით.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
ამ კვირაში პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს პირად ცხოვრებაში შეგექმნათ, შეიძლება მოგვარდეს არაერთი პლანეტის ხელსაყრელი გავლენის გამო. ბევრ თქვენგანს ექნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. პროფესიულ ფრონტზე შეეცადეთ დაასრულოთ ძველი საქმეები, მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსური საკითხები და გადახედოთ ოჯახის ბიუჯეტს. შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ შემოსავლის ზრდის კუთხით. არსებობს ალბათობა, რომ ვინმემ ძველი ვალი გაპატიოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 18.
არასასიკეთო დღე: 12.
ტყუპი
პლანეტების ზეგავლენის წყალობით, ეს კვირა თქვენთვის მეტად ემოციური იქნება. სავარაუდოდ, უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი გელით, რაც ნამდვილად გაგახარებთ. 13 აპრილიდან მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნებით, ამიტომ გამოძებნეთ დრო, რომ სათანადოდ გამოიყურებოდეთ. საფუძვლიანად გადახედეთ თქვენს გარდერობს, მაკიაჟს ნუ უგულებელყოფთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია საბედოს შეხვდეთ. თქვენი ახლობლები, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის დაგეხმარებიან. პროფესიულ სფეროში, კარიერის მხრივ, ყველაფერი დადებითი კუთხით ვითარდება და წინ მიიწევს.
სასიკეთო დღეები: 17, 18.
არასასიკეთო დღე: 13.
კირჩხიბი
ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი მიმზიდველობა და გაძლიერდება თქვენი ენერგეტიკა. ცუდია, ამით თუ არ ისარგებლებთ. ვარსკვლავების რჩევით, იმოქმედეთ დამოუკიდებლად, სხვების განსჯისა და შეფასებების გარეშე. ნებისმიერი საკითხი მარტივად მოგვარდება და რთული, თითქოს უპერსპექტივო საქმეები სწრაფად დაიწყებს მოგვარებას. ასე რომ, ჩართეთ თქვენი ხიბლი და ვერავინ გაბედავს რამეზე უარი თქვას.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 18.
ლომი
დიდი ალბათობაა, რომ ამ კვირაში სამუშაოზე ყველა საქმე შენელდება, პირადი ცხოვრებაც „დაპაუზდება“. არ აჰყვეთ პანიკას. ეს დაგეგმილი შესვენებაა. ახლა ნამდვილად გჭირდებათ, რომ საკუთარ თავთან მარტო იყოთ. კარგია, თუ შვებულებას აიღებთ. შეეცადეთ მინიმუმ რამდენიმე დღით ქალაქიდან ბუნებაში გახვიდეთ, ისიამოვნოთ და მომავალი კვირიდან პროფესიულ ფრონტზე თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 18.
ქალწული
მეტად დატვირთული და დაძაბული კვირა მოდის. შესაძლოა, ფაქტობრივად, ყველა ფრონტზე მოგიწიოთ გააქტიურება. დრო არ გყოფნით, ამიტომ სასურველია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და პირადი თუ პროფესიული საკითხების მიზნობრივად დალაგება. ტაქტი და სიმტკიცე ამ კვირაში ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ბევრ თქვენგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი ნაცნობობა და გამოცდილება აქვს – გამოიყენეთ!
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
სასწორი
თუ არ ჩავთვლით საყოფაცხოვრებო საკითხებში უმნიშვნელო გაუგებრობას, მაშინ კვირის თითქმის მთელი მეორე ნახევარი თავს აბსოლუტურად ბედნიერად იგრძნობთ. არსებობს ვარსკვლავური წინაპირობები სანუკვარი სურვილის ასასრულებლად, რაც დაკავშირებულია სიყვარულსა და ოჯახურ ცხოვრებასთან. თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და ენერგია დადებითად აისახება გარშემომყოფებზე, მათი ყურადღების ცენტრში მოექცევით. მიგიწვევენ სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებაზე. შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ბიუჯეტი, რადგან თანხის გაფლანგვის რისკის ქვეშ დგახართ.
სასიკეთო დღეები:16, 18.
არასასიკეთო დღე: 15.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ შეიძლება ზედმეტი დატვირთვა – არც გონებრივად და არც ფიზიკურად. არა უშავს, თუ ამ კვირაში ნახევარი ძალით იმუშავებთ. ასევე სასურველია გადადოთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, განსაკუთრებით, თუ ისინი დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან და პარტნიორებთან ბიზნესსაქმიანობაში ან ქორწინებაში. მას შემდეგ, რაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, პლანეტების გავლენისა და ექსპერიმენტებისადმი თქვენი მიდრეკილების წყალობით, ნებისმიერი დავალების შესრულება საოცარი ეფექტიანობით და იოლი გზებით შეგიძლიათ.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 12.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ. თქვენს საქმეებში პირველი ვიოლინოს როლს ახლობლები, ნათესავები და მეგობრები მოირგებენ. ნუ შეაწუხებთ მათ რჩევებითა და მინიშნებებით. ზოგადად, ახლა თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელია გარე დამკვირვებლის, მადლიერი მსმენელისა და სხვისი ნიჭის კარგად შემფასებლის როლი. სავსე იქნებით ნათელი ემოციებითა და ღირებული იდეებით. ნუ ენდობით ჭორებს, შეამოწმეთ ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან და შეეცადეთ თქვენი იდეები მომავალ კვირებში განახორციელოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 13.
თხის რქა
სამწუხაროდ, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ვითარება თქვენს სასარგებლოდ არ წარიმართება, თუმცა ამ პერიოდში ვარსკვლავები დაგეხმარებიან თავიდან აიცილოთ პრობლემები ურთიერთობებში. აზრი არ აქვს მიაღწიოთ სასურველს მანამ, სანამ თვითონ არ დაადგენთ, რა გჭირდებათ ნამდვილად. არსებობს მიზეზი, გადახედოთ თქვენს ზოგიერთ მოსაზრებას ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ. შაბათ-კვირას მოკლე მოგზაურობა გელით.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 17.
მერწყული
ხანგრძლივი დავა, რომელიც თქვენი შეშფოთების მიზეზი გახდა, საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. შესანიშნავი განწყობა და უპრეცედენტოდ ამაღლებული ემოციური განწყობა თან გდევთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. წინსვლისთვის კარგი სტიმული მოგეცემათ. პროფესიული კუთხით ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება, განსაკუთრებით – თუ ეს დაკავშირებულია შემოქმედებასთან. რაც მთავარია, საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ!
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 18.
თევზები
ემოციური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული პერიოდია. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ აქტიურად და ნაყოფიერად იმუშაოთ. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და ნუ იქნებით იმედგაცრუებული მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ მთელი მსოფლიო თქვენს წინააღმდეგაა. შესაძლებელია გქონდეთ ახალი საქმიანი კონტაქტები და შეიძინოთ ახალი მეგობრები, რომლებიც შეძლებენ დაგეხმარონ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. შესაძლოა გაგიმართლოთ ლატარიაში ან რაიმე სხვა სახის კონკურსში.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 12.