კახეთში, გურჯაანი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა. არასრულწლოვნები ერთერთი გარდაცვლილის შვილები არიან.
სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მეორე მანქანის მძღოლმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.