Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა საოცარი თვისება აქვს ბზას

April 26, 2024
რა საოცარი თვისება აქვს ბზას

ბზა (ლათ. Buxus) — ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები.

შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (ლათ. Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (ლათ. Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (ლათ. Buxus microphylla); იაპონური ბზა (ლათ. Buxus japonica) და ბალეარული ბზა (ლათ. Buxus balearica).

ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი – 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია “კავკასიური პალმის” ან “პალმის ხის” სახელწოდებით.

ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია.

მცენარის ყველა ნაწილი და განსაკუთრებით ფოთლები და ქერქი შეიცავს ბუქსინს, პარაბუქსინს, ბუქსინიდინს, პარაბუქსინიდინს და ზოგიერთ სხვა ალკალოიდს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ბზის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზა გამოიყენებოდა ხველის საწინააღმდეგო საშუალებად, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ქროიკული ცხელების (მაგალითად, მალარიის) სამკურნალოდ.

კოსმეტიკაში ბზისგან დამზადებბული საშუალებები გამოიყენება თმის ცვენის, გამელოტებისა და სებორეას დროს.

თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება სახლშიც ადვილად შეგვიძლია მოვამზადოთ: 50 გრ. ახალი ბზის ფოთლი დავაქუცმაცოთ, დავასხათ 500 მლ. 45%-იანი სპირტის ხსნარი (შეიძლება მისი ჩანაცვლება არაყით ან რომით). გავაჩეროთ ორი კვირის მანძილზე, შემდეგ გავწუროთ, დავამატოთ ნებისმეირ ნატურალური არომატიზატორი (როსზმარინი, ლავანდა). მიღებული სითხე ყოველდღურად შევიზილოთ თმაში.

ბზა კარგად წმენდს ჰაერს — ფოთლები გამოყოფს ფიტონციდებს, რომელსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ანადგურებს დაავადებების გამომწვევ მიკრობებს. საოცარია, მაგრამ პატარა ბუჩქს შეუძლია სტრეპტოკოკების 20%-ისა და სტაფილოკოკების 40%-ის განადგურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის 48-ში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დეტალები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • „წამშალეთ ყველა სოციალური ქსელიდან და თქვენი ცხოვრებიდან, ვინც…“ – გურამ როგავა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge