Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე “რუსული კანონის” წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

April 23, 2024
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე “რუსული კანონის” წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე “რუსული კანონის” წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.
“სამწუხაროდ ე.წ.”რუსულ კანონზე”, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი.
გამჭვირვალობა არ გინდათ? გვინდა, როგორ არ გვინდა… ყველაფერში გამჭვირვალობა გვინდა, დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან, დამლაგებლამდე დამთავრებული. ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული (იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს,რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ).
არავინ გამოხტეს ახლა და დაიწყოს ბაიათები,მანახე სად არის კორუფციაო,მაგას თუ ვერ ხედავთ, სალაპარაკოც აღარაფერია.
2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ჩემი შვილი რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა ცილისმწამებლური ნარატივი და მოკლული შვილის გაშავება და ჩვენი ოჯახის ამოთხრა-ამოძირკვა: ჯერ ერთი მხარე ესროდა ტალახს (ე.წ. ქოცბანდა და შემდეგ ე.წ. ნაცბანდა. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა).
რომ არ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი”და მისი კეთილსინდისიერი გუნდი, რომ არ ყოფილიყო ქალბატონი ნესტან ლონდარიძე,რომელმაც გადადო გვერდზე პირადი ცხოვრება და ჩემს განადგურებულ ოჯახს ფეხზე წამოდგომაში და ცხოვრების ფერხულში დაბრუნებაში დაეხმარა (ამის სანაცვლოდ არა ერთი დარტყმა მიიღო მისმა ოჯახმა ხელისუფლებიდან).
სიტყვებიც კი ზედმეტია ნესტანის და მისი თანამშრომლების მიმართ მადლობის გამოსახატად.
ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია არც მე და არც ჩემებს რა მომსახურებაც მათ გამიწიეს და მიწევენ (ძალიან კარგად იცით ყველამ რა ჯდება ფინანსურად ეს მომსახურება).
ანალოგიური სიტყვებით შემიძლია ვისაუბრო ტელევიზიებზე, რომლებმაც არ დაიზარეს და ჩვენი ტკივილი დაანახეს ქვეყანას,თუ როგორ გვთელავდნენ ხელისუფლების ე.წ. ტროლები და თავად ხელისუფლება, რომელიც ანალოგიურ საქმეებზე დაყრდნობით მოგვევლინა ხელისუფლებაში.
არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს ისე, როგორც ჩემი ოჯახი.
ამ კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც მოხდა რუსეთში და ფაქტი სახეზე გვაქვს.
ყველას უჩნდება კითხვა, რატომ დასრულდება?კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის???
ამის პასუხი ყველაზე ნათელია კანონის ჩანაწერში……
დანარჩენი მოგვიანებით”– აცხადებს სარალიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას”- რას სთავაზობს ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას”
  • “ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ – ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
  • პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს – ცნობილია მიზეზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge