“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი “მხოლოდ ლელასთან”, რითაც ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.