Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!” – მღვდელმთავრებს შორის ახალი სკანდალი მწიფდება?!

April 9, 2021
“გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!” – მღვდელმთავრებს შორის ახალი სკანდალი მწიფდება?!

9 აპრილს, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა პანაშვიდი,

ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა,სადაც იგი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ღიად დაუპირისპირდა. იგი მას დასჯილი პირების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ”ბატონ მეუფეს”
ეძახის.

“ბატონ მეუფეს, ფოთელს ვთხოვ, რომ მათთან დაამყაროს კონტაქტი და თხოვოს შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში. და მადლობას გადავუხდი ,თუ ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება იმ
ღონისძიებების გატარება,რომელიც გინდა არ გინდა გიწევს,როცა აღკვეთ ამბოხს.

აღკვეთა არ ხდება შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი.ვისაც სინანული აქვს, იმათთან მიმართებაში გულში ჩავიკრავთ და ყველაფერს ვაპატიებთ და თუ ფოთელი მიტროპოლიტი ჩემთან მოიყვანს რომელიმე სასულიერო პირს,მე ვეცდები ისინი ჩაჯდნენ კანონიკურ ჩარჩოებში და რაც იქნება შესაძლებელი მე უკან დავიხევ სინანულის შესაბამისად.

და რაც მთავარია, იმ ადამიანის სულებზე ზრუნვა არის ყველაზე მთავარი,თუ ამაში მომეხმარება ფოთელი მიტროპოლიტი დიდ მადლობას გადავუხდი.

და ეს იქნება ნამდვილად შეწევნა და მხარდაჭერა.ხოლო განცხადებების გაკეთება,რომელიც მათ მხარს უმაგრებს და უკანონო ქმედებისკენ წააქეზებს,მე ვფიქრობ ეს არ არის სწორი მოქმედება და ამის გამო მაქვს გარკვეული გულისწყრომაც და რაღავ გაუგებრობაც არის ეკლესიის მიმართ ასეთი ქმედება”,- აცხადებს იგი.

4 აპრილს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი შეფასებით, ჭყონდიდში განვითარებული მოვლენები ეპარქიის შიდა საზღვრებს სცდება და იგი უფრო ღრმა და ფართომასშტაბიანია.

“ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება, ასე ვიხმაროთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. ამ ისტორიას ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებით სხვადასხვა ეკლესიისგან, სხვადასხვა დიდი სახელმწიფოსგან, სადაც არა თუ ერთი, არამედ მრავალ მიმდინარეობად არის ეკლესიები დახლეჩილი და არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც, მერე, გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო!

ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერ შვილებთან, ჩვენს ძმებსა და დებთან! მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება!

მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ! ვილოცოთ, რომ ეკლესია დამშვიდდეს! ვილოცოთ, რომ ამ სიმშვიდემ ჩვენ მოგვიტანოს ერთობა და სულიერი ძალები შეგვმატოს და არ დაგვაშოროს, არ დაგვათითოკაცოს…

რამდენს გაუძლებს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ძნელი სათქმელია. ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მძიმე საფრთხის წინაშე დგას ის მონაპოვარი, რისთვისაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც იბრძოდნენ, სიცოცხლეს არ იშურებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი საკითხი ეკლესიასთან მიმართებაში და არა მარტო ეკლესიასთან მიმართებაში, ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილება, რაც ამახინჯებს მოვლენების შინაარსს და ბუნებრივია დამახინჯებულად წარმოჩენილი შინაარსი არასწორად ანალიზისკენ უბიძგებს ადამიანს და შესაბამისად, არასწორი დასკვნები კეთდება, რომელიც ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი…

ქრისტიანობა, ეს არის ჯვარცმულისადმი მიმდევრობა, მისი თაყვანისცემა, მაგრამ ქრისტიანობა გონიერებაც არის ასევე”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge