მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენებები – “ტვ. პირველმა” საქმის მასალები მოიპოვა, სადაც ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, 28 წლის მედდის გარდაცვალების შესახებ ორ განსხვავებულ ჩვენებას აძლევს.
პირველ ჩვენებაში ინასარიძე ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ ადრენალინი გაუკეთა. საპირისპიროა მისი მეორე ჩვენება – ამ შემთხვევაში ექიმი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძითვის ადრენალინი არ გაუკეთებია.
“მეგონა, უბრალო, ალერგიული რეაქცია მისცა, იმიტომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია”- წერია ჩვენებაში.
ვიოლეტა ინასარიძე ბოლო ჩვენებაში აღიარებს იმასაც, რომ მედდის გადასარჩენად არაფერი მოუმოქმედებია.
“პრინციპში არაფერი არ მიქნია, საიმედო ადამიანს ჩავაბარე…. არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”- ვკითხულობთ ვიოლეტა ინასარიძის შეცვლილ ჩვენებაში.
ინასარიძემ ახალ ჩვენებაში უარჰყო მისი პირველი განცხადება, რომ შოკის ოთახში მეგი ბაქრაძესთან 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ჩვენების მიხედვით, სამედიცინო ისტორიაში არსებული ხარვეზის შესახებ დანარჩენი დაკავებულებიც ინფორმირებულები იყვნენ.