Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სპეცრაზმი მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს”– პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

April 15, 2024
“სპეცრაზმი მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს”– პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. “სპეცნაზი” წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო არ შეეგუება რუსეთიზაციას” წერს სალომე ზურაბიშვილი.

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულმა კომიტეტმა “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს  მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც დარბაზში ვითარება უკონტროლო გახდა. ელისაშვილს ოცნების წევრები დაესხნენ თავს და ჯგუფურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სხდომიდან აძევებდა ყველას, ვინც კი კანონს რუსულად მოიხსენიებდა.

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

შსს–ს  გამაფრთხილებელ განცხადება ორჯერ გაავრცელა და აქციის მონაწილეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge