შსს-მ აქციაზე დაკავებები დაიწყო – დაკავებულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. რასთან დაკავშირებით დაიწყო ხმაური, ეს ჯერჯერობით უცნობია.
რა მიზეზით დააკავეს აღნიშნული პირები, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, შსს–ს გამაფრთხილებელ განცხადება ორჯერ გაავრცელა და აქციის მონაწილეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.