“ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია,” – ამის შესახებ განცხადებას დინამო თბილისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ.
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია! 🇬🇪🇪🇺”– წერია განცხადებაში.