Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა შუახევში მოკლა

April 3, 2024
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ქმარმა შუახევში მოკლა

შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი 33 წლის მელანო ქიზინიძეა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გლოვობს ჩემი ბათუმი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მელანო ქიზინიძე. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, მელანო…

ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”.

შეგახსენებთ, 34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, რომელიც კლინიკაში მოათავსეს. ბრალდებული მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge