Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო” – როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

April 3, 2024
“ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო” – როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს და­უ­ვი­წყა­რი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი აჩუ­ქა. ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ამ გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­მა თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის უდი­დე­სი მონ­დო­მე­ბა და შრო­მაა. ერ­თია ფი­ნა­ლი და ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და მე­ო­რე გზა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

სხვა და­ნარ­ჩენ სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ამ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეა, რო­მე­ლიც ფა­ნებ­მა ნაკ­რებ­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

“ჩვენ ეს შევ­ძე­ლით, ყვე­ლამ ერ­თად დავ­წე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს! სა­ო­ცა­რი ემო­ცი­აა პე­ნალ­ტე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის. @euro2024, ჩვენ მოვ­დი­ვართ”, – და­წე­რა “ინ­სტაგ­რამ­ზე” მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

გი­ორ­გი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შტა­ტი­ა­ნი პე­ნალ­ტის­ტია, ამი­ტომ, როცა საქ­მე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბამ­დე მიდ­გა, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის და­სახ­ლე­ბულ ხუ­თე­ულ­ში გი­ორ­გიც აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟორჟს, რო­გორც მას საფ­რან­გეთ­ში ეძა­ხი­ან, არ გა­უ­მარ­თლა, მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი კარს ას­ცდა. თუ რო­გორ ინერ­ვი­უ­ლა, რო­გორ გა­ნი­ცა­და ეს უიღ­ბლო­ბა, მო­ე­დან­ზე­ვე გა­მოჩ­ნდა… თუმ­ცა ასე­თი რამ უდი­დეს ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ემარ­თე­ბა, სხვას ყვე­ლას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რო­ბერ­ტო ბა­ჯოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პე­ნალ­ტიც კმა­რა გა­სახ­სე­ნებ­ლად. ასე, რომ ჩვენ­მა ბიჭ­მა გული არ უნდა გა­ი­ტე­ხოს. წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გი­ორ­გი, კი­დევ არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ხა­რებს და გვა­სა­ხე­ლებს.

“მი­ქა­უ­ტა­ძე არ­სად ჩანს და ყვე­ლამ ვი­ცით, მის გულ­ში რაც ხდე­ბა… პე­ნალ­ტე­ბი ისეთ ვარ­სკვლა­ვებს გა­უ­ფუ­ჭე­ბი­ათ ეგე­თე­ბი, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მას, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. “მი­ქაა”, ვა­მა­ყობთ შე­ნით”, – წერს გი­ორ­გის ერთ-ერთი ფანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

“გიო, შენ გე­ნაც­ვა­ლე, არა­ვის ახ­სოვს ის პე­ნალ­ტი… შენ უნდა გვყავ­დე კარ­გად და მაგ­რად. ერთ კაცს არ დას­ცდე­ნია ცუდი რამე. გვიყ­ვარ­ხარ და გე­ლო­დე­ბით ევ­რო­პა­ზე”, – წერს კი­დევ ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო.

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

“სულ ბურ­თი მქონ­და ფე­ხებ­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურთზე, როცა ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, ერთი წლის შემ­დეგ “ოლიმ­პიკ ლი­ონ­ში” გა­და­ვე­დი, იქ შვი­დი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ი­და­ნაც Saint priest-ში წა­ვე­დი ორი წლით, იქი­დან კი “მე­ცი­ში“ გად­მო­ვე­დი“, – ამ­ბობს მი­ქა­უ­ტა­ძე.

გა­სულ წელ გი­ორ­გის დე­დამ ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც გიო 8 წლის ასაკ­ში, ლი­ო­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

“ვინ იფიქ­რებ­და, ამ დროს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბით რომ ქარ­თულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და, თა­ვის ლი­ო­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მის ღირ­სე­ბას მო­ე­დან­ზე და­ი­ცავ­და და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­სა და ნდო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და. მად­ლო­ბა ყვე­ლას”, – და­წე­რა ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძემ.

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ
გი­ორ­გი იხ­სე­ნებს, რომ “ლი­ო­ნი­დან“ წას­ვლა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

“ფი­ზი­კუ­რად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არ ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ვი­ცო­დი, ტექ­ნი­კა მქონ­და, გო­ლე­ბი გამ­ქონ­და. პრობ­ლე­მა უფრო ფი­ზი­კუ­რო­ბა იყო და ამი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს. არ მე­წყი­ნა, მაგ­რამ მინ­დო­და, რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ იქ და­ვი­ბა­დე, ლი­ონ­ში და უმაღ­ლე­სი კლუ­ბი იქ “ლი­ო­ნია“ და მანდ მინ­დო­და, მაგ­რამ ეგ­რეა, ფეხ­ბურ­თია. ამან უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა“, – ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

"ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

  • გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ნაკ­რე­ბი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც.
  • ის იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და:

    “ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა მოგ­ვწე­რა მე და მა­მა­ჩემს და და­ე­ლა­პა­რა­კა. თქვა, რომ უნ­დათ, ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შო. მერე, როცა სა­ნი­ო­ლი გახ­და მწვრთნე­ლი, და­მი­რე­კა, ეგ ხო ფრან­გუ­ლად ლა­პა­რა­კობს და უფრო ად­ვი­ლად ვი­ლა­პა­რა­კეთ და მი­თხრა, მინ­და, ჩემს გუნდში იყოო.

    სა­ნი­ოლ­საც რომ არ და­ე­რე­კა, მოვ­დი­ო­დი უკვე და სა­ნი­ოლ­მაც რომ და­მი­რე­კა, პლუ­სი იყო“, – ამ­ბობს გი­ორ­გი.

    "ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

    კი­თხვას, – ყვე­ლა­ზე მეტი გოლი ნაკ­რებ­ში შოთა არ­ვე­ლა­ძეს აქვს – 26, შენი აზ­რით, გა­ას­წრებ? – მი­ქა­უ­ტა­ძე ასე პა­სუ­ხობს:
    “მინ­და გას­წრე­ბა, ფორ­ვარ­დი ვარ, მიყ­ვარს გო­ლე­ბის გა­ტა­ნა, მინ­და, რომ გა­ვას­წრო“.

    საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად 100%-ით გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის. ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს საფ­რან­გეთ­ში Geoteam-მა ჩა­ა­კი­თხა. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გი­ზი­ა­რებთ:
    "ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

    გი­ორ­გის თქმით, ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მე­ტად ბოლო წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი უყ­ვარს.

    “ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ბოლო წუ­თებ­ზე გო­ლის გა­ტა­ნა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გო­ლით რომ გა­და­წყვეტ მო­გე­ბას“, – ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

    "ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

    მის­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია. ამ­ბობს, რომ შინ, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ.

    “თუ მშობ­ლე­ბი ჩემ­თან არ არი­ან, მა­შინ ტე­ლე­ფო­ნით დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვლა­პა­რა­კობთ, აინ­ტე­რე­სებთ რო­გორ ვარ, ჩემ­მა დღემ რო­გორ ჩა­ი­ა­რა, რა ვჭა­მე…”, – ყვე­ბა გი­ორ­გი.

    "ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო" - როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

    ის ჯერ სულ რა­ღაც 23 წლის არის და მთე­ლი კა­რი­ე­რა წინ აქვს…

    ჰოდა, წინ, გი­ორ­გი, ახალ-ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ!

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯო ბაიდენს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა
  • იტალიაში ქართველი ახალგაზრდა კაცი დააკავეს
  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge