Wednesday, July 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,როცა ვილიმ დამირეკა, ქარხანაში ვმუშაობდი… გაჭირვება წუწუნის გარეშე გადავიტანე და ამით ვამაყობ”- სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

April 2, 2024
,,როცა ვილიმ დამირეკა, ქარხანაში ვმუშაობდი… გაჭირვება წუწუნის გარეშე გადავიტანე და ამით ვამაყობ”- სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა- ადელ შედლიმ ფრანგულ L’Est Républicain-თან ინტერვიუში სანიოლსა და განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
შედლის თქმით, ძველი მეგობრისგან ზარი გასაკვირი იყო, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამდე ცხოვრების ურთულესი ეტაპი ჰქონდა და ფერმაში მუშაობდა.

,,ვინი სანიოლი ჩემი ბავშვობის მეგობარია. სკოლაში ერთად დავდიოდით, ,,სენტ-ეტიენში” გუნდელები ვიყავით. 2006 წლის შემდეგ ნანახი არ მყავდა. როცა დამირეკა და ასისტენტად მუშაობა შემომთავაზა, გაოცებული ვიყავი, თუ როგორ გაიგო ჩემი ნომერი.
არ დამვიწყებია, სად ვიყავი 3.5 წლის წინ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერა 2013 წელს დავასრულე. ამ ყველაფერს ოჯახური პრობლემებიც მოჰყვა. ვილის ზარამდე, ქარხანაში ვმუშაობდი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. დღეს რაც ხდება, სიამოვნებას მანიჭებს. შესაძლოა, ეს ჯილდო იმ სირთულეების და პრობლემების გამოა, რაც გადავიტანე. გაჭირვება წუწუნის გარეშე გადავიტანე და ამით ვამაყობ”
,- იხსენებს ადელ შედლი.

ცნობისთვის, ადელ ბენ-ბაჩირ შედლი 1976 წლის 16 სექტემბერს ფრანგულ ლა რისამარიში დაიბადა. 1996 წელს შეუერთდა “სენტ ეტიენს”, რომლის ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა, სწორედ ამ კლუბში თამაშისას გაიცნო მან ვილი სანიოლი.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, შედლი ტუნისის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. 1998 წელს ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ გასვლითი ამხანაგური მატჩი (1:1) ითამაშა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, თუმცა იმ თამაშისთვის შედლი ნაკრებში არ გამოუძახიათ…

აფრიკის ეროვნებათა თასის 2004 წლის გათამაშებაში კი შედლისა და ტუნისის ეროვნული ნაკრების ნამდვილი ტრიუმფი შედგა. ამ გუნდის ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა, არადა, ფინალში ტუნისმა მაროკოს 2:1 მოუგო.

შედლის ნათამაშები აქვს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც. ტუნისმა ჯგუფში წააგო უკრაინასა და ესპანეთთან, ერთადერთი ქულა კი ჯგუფის მეორე აუტსაიდერ საუდის არაბეთთან მატჩში მოიპოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რას აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge