Sunday, November 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“ – რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის აქციაზე

November 29, 2026
“საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“ – რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის აქციაზე

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი ნახევარ საათში დასრულდა.

მეგრელიშვილის შეფასებით, ხმაურიანი განცხადებები და მასშტაბური კამპანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, აქციაზე გამოვლენილმა შიდა დაპირისპირებამ და საორგანიზაციო ქაოსმა ოპოზიციის პოლიტიკური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის „მისია“ კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ორთვიანი სამზადისის საბოლოო შედეგი გრანდიოზული ჩაფლავება აღმოჩნდა.

„ორი თვე მზადება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია, ხმაურიანი განცხადებები და დიდი მოლოდინები…

საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“.

პოლიტიკურად ხმაურიანი პროლოგი ჰქონდათ, მაგრამ ფინალი აშკარად მოკლე გამოუვიდათ!

ხმამაღალი განცხადებების, მასშტაბური კამპანიებისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება სახალხო ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, ისევე როგორც ქუჩაში ადამიანების მობილიზება თავისთავად ვერ ადასტურებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.

არანაკლებ საყურადღებოა ის შიდა დაპირისპირება და საორგანიზაციო ქაოსი, რომელიც თავად ოპოზიციურ ფლანგზე გამოვლინდა. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე აცხადებენ პრეტენზიას, ელემენტარულ საკითხებზეც კი ვერ თანხმდებიან – იქნება ეს აქციის წამყვანის შერჩევა თუ სააკაშვილის ბანერების გამოტანა. როდესაც საერთო მიზნის გარშემო შეკრებაც კი ასეთი უთანხმოებით მიმდინარეობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ წარმოუდგენიათ მათ გაცილებით რთული სახელმწიფოებრივი პროცესების მართვა?

ქვეყნის მართვა მხოლოდ პრეტენზიებით, ხმაურიანი განცხადებებითა და პოლიტიკური ამბიციებით არ ხდება. ამას სჭირდება პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, შეთანხმების უნარი, მკაფიო ხედვა და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა.

სწორედ ეს უკანასკნელია ის მთავარი რესურსი, რომლის მოპოვებასაც, საგანგებო მობილიზაციის მიუხედავად კვლავაც ვერ ახერხებენ და გუშინდელი მცდელობაც გრანდიოზული ჩაფლავებით დასრულდა. ,,მისია” კვლავ შეუსრულებელია.

ფაქტია, რომ საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალას არა საკუთარი თავის შესახებ შექმნილი ხმაურიანი წარმოდგენა, არამედ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა განსაზღვრავს.

ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია.

ეტყობა, დაგეგმილი აქცია კი არა – დამშვიდობების ცერემონია ჰქონდათ!“ – წერს მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“ – რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის აქციაზე
  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • საკვები ზეთის ქილებში დამალული 6 კგ-ზე მეტი „მეფედრონი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge