“ალბათ, როცა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, რეალურად შემდეგ გავიაზრებთ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის. ოჯახებისა და საკუთარი თავისთვის”-თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
“როდესაც წლები გავა და უკვე შთამომავლები გვეყოლება, მათ კალთაში ჩავისვამთ და ასე მოვუყვებით ამ დღეზე. ქართველი ხალხი ასეთი ერთიანი და ბედნიერი არასოდეს მინახავს”- დასძინა მან.