ე.წ. ჩორჩანას საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ბახტაძე 2019 წელს, როცა ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო ჩაიდგა, პრემიერ-მინისტრი იყო.
ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიების ეტაპზე ჩვენება მიცემული აქვს.
როგორც გახარიას ადვოკატები ამბობენ, ბახტაძე ჩვენებაში ამბობს, რომ საგუშაგოს შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან თანამდებობიდან წასვლისთვის ემზადებოდა.
