ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი კვლავ ნარკოდამოკიდებულებასა და მის გავრცელებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალქალაქში რუსეთის მოქალაქე მოწამლულ ამფეტამინს ყიდის, რამაც უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
“რამდენიმე დღის წინ გაგაფრთხილეთ,რომ ახალქალაქში რუსი ამფეტამინის მოწამლულ პარტიას ყიდის,ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
ეტყობა უკვე გავრცელდა სხვაგანაც-კლინიკებში უმძიმესი მდგომარეობაა,ვერ გამოყავთ ამ დღეებში მიყვანილი ხალხი!” – წერს კილაძე