ქართველმა ჯარისკაცმა, ზაურ კომახიძემ რომელიც ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა 2 წლის შემდეგ ფეხზე გავლა შეძლო.
როგორც ქართველი ჯარისკაცის, ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, სტამბულში ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და კომახიძემ პირველი ნაბიჯები გადადგა.
„დღეს საოცრად სასიხარულო ინფორმაცია სტამბულიდან – 2 წელი საწოლად ჩავარდნილმა ზაურ კომახიძემ ოპერაციის შემდგომ პირველი ნაბიჯები გადადგა ბრავო და მადლობა თქვენ : ბუბა ლომუაშვილი…თავდაცვის სამინისტრო…დაჭრილი მებრძოლების დახმარების ფონდი“, – წერს ჯარისკაცის ახლობელი.
იხილეთ ვიდეო: